geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის 2026 წლის 27 ივლისის N16724/10 წერილის (თან ერთვის ამონაწერი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2026 წლის 21 ივლისის სხდომის ოქმი N8) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   სსიპ   –   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის (ერთი საშტატო ერთეული) თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად დამტკიცდეს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) რევაზ აბაშია - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
ბ) მერაბ ნაჭყებია - ფილოლოგიის  დოქტორი (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
გ) ქეთევან მარგიანი - ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი);


2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ რევაზ აბაშია, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ   მერაბ ნაჭყებია, საკონკურსო კომისიის   მდივნად ქეთევან მარგიანი; 
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას კონკურსანტთა განცხადებებისა და   თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2026 წლის 25 აგვისტოსი;
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი).
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  ნინო გვენეტაძე